ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გაგუა: ჩვენ მიერ ინიცირებული სტრუქტურული რეფორმების მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას



საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში“ დაასრულა საქართველოს ეკონომიკის შეფასება, ასევე, წარმატებით დაამტკიცა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“  საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“ გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც მედიის წინაშე განცხადებები გააკეთეს ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ.

ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცებით, ხაზგასმულია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები.

„მინდა კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვა, რომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში მიმდინარე პროგრამა, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს და მხარს უჭერს ქვეყანას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. ჩვენთვის საამაყოა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გვაქვს ძალიან წარმატებული პროგრამა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ რეფორმებს, რომელიც მიმართულია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ, სადაც კერძო სექტორს ექნება მნიშვნელოვანი წარმმართველი როლი. ჩვენი პარტნიორები სავალუტო ფონდში, დადებითად აფასებენ მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მიმდინარე ხარჯების კონტროლზე, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები მიმართულია კაპიტალური ხარჯების ზრდის, დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების და ფისკალური დეფიციტის შემცირებაზე,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების გამოკვეთილი ტენდენცია უზრუნველყოფს სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს და ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარების ზრდის საფუძველს. ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, 6 თვის მდგომარეობით, დაბრუნებულია 226 მლნ ლარი, რაც უკვე აღემატება 2017 წლის წლიურ მაჩვენებელს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო პოზიტიურად აფასებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და მიიჩნევს, რომ ფისკალური დეფიციტი ნორმის ფარგლებშია, გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა, გაძლიერებულია ქვეყნის საგარეო პოზიცია.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე, მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ჯერ კიდევ არის ქვეყნის ეკონომიკაში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული და ინიცირებული რეფორმები, სრულად პასუხობს ამ გამოწვევებს. ფონდის აზრით, 2017 და 2018 წლებში, ჩვენ მიერ მიმდინარე ხარჯების შემცირების და არაპირდაპირი გადასახადებით პირდაპირი გადასახადების ჩანაცვლების შედეგად, შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ინვესტიციების მატება, გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დაჩქარდა ეკონომიკური ზრდა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, სტრუქტურული რეფორმების პაკეტში აქცენტი კეთდება განათლების, ინფრასტრუქტურისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის საჭირო სტრუქტურულ რეფორმებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ ანგარიშში ხაზს უსვამს აღნიშნული ტიპის რეფორმების საჭიროებას. სავალუტო ფონდის შეფასებით, ქვეყანაში ინიცირებული სტრუქტურული რეფორმების პაკეტის განხორციელება, ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, საწყის ეტაპზე, დაახლოებით, 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო შემდგომში, 5 პროცენტით. აღნიშნული ზრდა მოხდება ინვესტიციებისა და მწარმოებლურობის ზრდის ხარჯზე, რაც არის ძალიან პოზიტიური სიგნალი კერძო სექტორისათვის,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული მთავრობის გადაწყვეტილებები ისეთი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც მიზნად ისახავს საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება/გაუმჯობესებას და ბიზნესგარემოს შემდგომ განვითარებას, ექსპორტის დივერსიფიკაციის, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის გზით.

მისი თქმით, მთავრობის კიდევ ერთი რეფორმა, რომელსაც ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს - ესაა კაპიტალის ბაზრის განვითარება, რომელიც საპენსიო რეფორმასთან ერთად, ხელს შეუწყობს ეროვნული დანაზოგების ზრდას და კერძო სექტორის გაძლიერებას.

ფინანსთა მინისტრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, დიდი ინტერესი გამოიწვა ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომელიც ითვალისწინებს ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის დანერგვას ქვეყანაში.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ასევე, პოზიტიურადაა შეფასებული მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ დოლარიზაციის შესამცირებლად განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებები.

ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რომელიც 2018 წლის დასაწყისიდან ფიქსირდება ქვეყნის ეკონომიკაში.

„დღეს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაისის თვისთვის, რომელმაც 7.5 პროცენტი შეადგინა. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, მაისში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ასევე, მაღალი იყო - 5.3%. ეს ხაზს უსვამს, თუ რამდენად მდგრადი იყო ეკონომიკური ზრდა ქვეყანში. ჩვენ ასევე, გვქონდა თვალსაჩინო ზრდა ექსპორტის მიმართულებით - ექსპორტი გაიზარდა 50 პროცენტით. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ზრდის ტემპი შენარჩუნდება და ამის გარანტიაა ის რეფორმები, რომელიც ჩვენ მიერ არის ინიცირებული,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, დადებითი დინამიკაა საგადასახადო შემოსავლების კუთხით.

„ჩვენ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 6 თვის მაჩვენებელს 140 მილიონ ლარზე მეტი გადაჭარბებით შევასრულებთ. ასე რომ, გაგრძელდება ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე, რაც ხელს შეუწობს კერძო სექტორის გაძლიერებას, მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა