ნიკოლოზ გაგუა: დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას



დღეს, ქუთაისში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ მთავრობასა და ბიზნესს შორის ღია დიალოგი გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც 200-მდე მეწარმე დაესწრო, ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა ახალი საგადასახადო რეჟიმით გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრეს.

„დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი ხელს შეუწყობს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას. კომუნიკაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის შეხვედრები, იმისათვის რომ უფრო დეტალურად გავიგოთ ბიზნესის საჭიროებების შესახებ და მოხდეს აქტიური თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა შეღავათიანი დაბეგვრის ახალი წესი, რომელიც უპრეცენდენტოდ დაბალ საგადასახადო პროცენტს აწესებს. ცვლილება, დაახლოებით, 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. პირველი კვირას ჩვენ გვინდა პრაქტიკულად გავაანალიზოთ, შევხედოთ თუ როგორ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი, რა პრობლემები აწუხებს ბიზნესს. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ასეთი სახის შეხვედრებს, რათა უკეთ ვიცნობდეთ ბიზნესის პრობლემატიკას,’’ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის 1-ლი ივლისიდან უკვე ძალაშია და მთავრობის წევრთა განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ მისი ამოქმედების პირველივე ეტაპზე, მათ უშუალოდ მეწარმეებისგან მოისმინონ ინფორმაცია და მოსაზრებები რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.

შეგახსენებთ, მასშტაბური საგადასახადო რეჟიმი 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურს ეხება. ახალი საგადასახადო რეჟიმი ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. ამ დროისთვის მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა 559 მეწარმე ფიზიკურ პირს.

მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით ნაცვლად 5%-ისა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა