17-18 ივლისს, საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს მასპინძლობს



საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული შეხვედრა გახსნა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი პასკალ სან-ამანსი.

პასკალ სან-ამანსა და ივანე მაჭავარიანს შორის ფორუმის გახსნამდე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, გიორგი თაბუაშვილი და ლაშა ხუციშვილი.
ორდღიანი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორები და მასპინძლები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს პარლამენტი და ეროვნული ბანკი, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD).

ფორუმის მუშაობაში 20 ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების, საგადასახადო ადმინისტრაციების, ეროვნული ბანკებისა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

რეგიონული კონფერენციის მიზანია, პარტნიორ ქვეყნებს შორის საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონში საგადასახადო სფეროში არსებული საერთო მიდგომების შემუშავება. ამასთან, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა შინაარსის პანელის გამართვა და დისკუსიები. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია არაერთი ორმხრივი შეხვედრა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა