ივანე მაჭავარიანი: ჩვენი მთავარი მიდგომაა, რომ საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო



ჩვენი მთავარი მიდგომაა, რომ საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო, გაიზარდოს ინვესტიციების მოცულობა და მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ორგანიზებულ მაღალი რანგის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის (CTPA) დირექტორი პასკალ სან-ამანსი.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ასეთი მაღალი რანგის შეხვედრის მასპინძლობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია, რადგანაც ეს ხაზს უსვამს საქართველოს მოწინავე როლს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოებში.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო ამ ძალზედ მნიშვნელოვან შეხვედრას და თქვენთან ერთად განვიხილოთ საგადასახადო სფეროში არსებული პრობლემები, რომლებსაც გლობალური მნიშვნელობა ენიჭება. სწრაფად ცვალებადი გლობალური გარემო, წარმოშობს ახალ გამოწვევებს საერთაშორისო დაბეგვრის დღის წესრიგში. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო არის ღია ეკონომიკის ქვეყანა და რეგიონალური ჰაბი. ჩვენი პოლიტიკაა, საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო და ამ კუთხით მნიშვნელოვანია, თანამედროვე საგადასახადო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება, ვინაიდან, სწორედ საგადასახადო სისტემა განსაზღვრავს ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსების შესაძლებლობას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო შედარებით დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანაა, ძალიან მარტივი საგადასახადო სტრუქტურით და ბიზნესისთვის გამარტივებული საგადასახადო რეგულაციებით.

„ჩვენი ქვეყნის საგადასახადო სისტემა დაახლოებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ეს მოცემულობა აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საინვესტიციო გარემოს და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაზე, მისი მიზანია, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. ჩვენი მომავალი რეფორმები მიზნად ისახავს საგადასახდო აქტივობების ზრდას, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებას. მსგავსი ფორმატის შეხვედრები დამატებითი შესაძლებლობაა, რათა განხილულ იქნეს სხვადასხვა რეგიონალური მნიშვნელობის საკითხი დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში და უპასუხა ფორუმის მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა