2018 წლის 14 აგვისტოს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 60 მილიონი ლარი, ხოლო საშუალოშეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.0715 პროცენტით.