საქართველოში ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი ამოქმედდება



ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს ბიზნესის განვითარებისთვის მეგობრული საგადასახადო/საბაჟო პოლიტიკის განხორციელებას, რაც ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად, ითვალისწინებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის სტანდარტებთან.

2019 წლიდან, საქართველოს საბაჟო სფეროში ევროპული კანონმდებლობა ექნება.

ფინანსთა სამინისტრომ მუშაობა დაასრულა საბაჟო კოდექსის პროექტზე, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.

ამ წუთებში, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულ სიახლეებს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აცნობს.

ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად, გამარტივდება საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორს შეუმცირდება საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები, საქართველოსა და ევროკავშირის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, შეიქმნება ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი და სამართლიანი წესები.

კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით:

> შემოდის მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები;
> იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა;
> საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები;
> ბიზნესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება;
> იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში;

ამასთან, საბაჟო კანონმდებლობაში შენარჩუნდება ყველა ის პოზიტიური ცვლილება, რაც რეფორმების შედეგად განხორციელდა საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიანი/გამარტივებული ადმინისტრირების მიმართულებით, მათ შორისაა: გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი (საგადასახადო და საბაჟო), „სივრცეში“ და „საზღვარზე“ არსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანი სახაზინო კოდი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა.

საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.

ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, დაიწყება საჯარო განხილვები ბიზნესსექტორის, ექსპერტების, ყველა დაინტერესებული და მიზნობრივი ჯგუფების მონაწილეობით.


























სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  09ივლისი დღე თვე წელი
2025 08.07 01.07 01.01
  08.07 08.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 725.41 984.7 1 386.2
შემოსულობები : 49.8
515.713 856.7
მ.შ გადასახადები :48.0
333.910 868.3
გადასახდელები : 98.3823.5
13 565.9
ნაშთი ბოლოს : 1 676.9 1 676.91 676.9

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა