ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი CAREC-ის რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა



11 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ მესამე ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმზე, რომელშიც მონაწილეობენ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, CAREC არის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ღია პოტენციალის გამოსაყენებლად.

“ჩვენ რამდენიმე წელია შევუერთდით CAREC-ს. ეს არის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ღია პოტენციალის გამოსაყენებლად. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ენერგეტიკის სფეროზე. ენერგეტიკულ სფეროში კოოპერაცია დიდ შესაძლებლობებს ქმნის, რომელიც პასუხობს ენერგეტიკულ რესურსებზე ეფექტიანი და უსაფრთხო წვდომის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გასაძლიერებლად ენერგო კორიდორების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს, ესწრება აზიის განვითარების ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ვერნერ ლიპახი.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა