ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტს, ჯორჯინა ბეიქერს შეხვდა



საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტს, ჯორჯინა ბეიქერს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა და საქართველოს შორის წარმატებით მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ივანე მაჭავარიანმა IFC-ს ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის პრიორიტეტული სექტორების მხარდაჭერისთვის და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს ლარიზაციის პროცესს, რისთვისაც გეგმავს ლარში დაკრედიტების მოცულობის გაძლიერებას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა
მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის, ასევე კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებზე.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  16ივლისი დღე თვე წელი
2025 15.07 01.07 01.01
  15.07 15.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 652.91 984.7 1 386.2
შემოსულობები : 506.7
1 357.714 698.8
მ.შ გადასახადები :503.2
1 157.811 692.2
გადასახდელები : 34.61 217.4
13 960.0
ნაშთი ბოლოს : 2 125.0 2 125.02 125.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა