ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესტონელ კოლეგას შეხვდა



ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესტონეთის ფინანსთა მინისტრს, ტომას ტინისტეს შეხვდა.

მხარეებმა ერთმანეთს საჯარო ფინანსების მართვისა და საგადასახადო სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი, ასევე შეეხო ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს.

ივანე მაჭავარიანმა ესტონელ კოლეგას გააცნო მოგების გადასახადის რეფორმის მიმდინარეობა, მისი პირველი შედეგები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს რეფორმის დანერგვის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ, სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ესტონეთის ფინანსთა მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ქართულ მხარესთან არსებული თანამშრომლობა და გამოთქვა მზაობა, მომავალშიც გააგრძელოს ქვეყნის მხარდაჭერა გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა