ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა



საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს შეხვდა.
 
შეხვედრას დაესწრო  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
 
მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” პროგრამის მიმდინარეობა, 2018 წლის ფისკალური მაჩვენებლები, ისაუბრეს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების შესახებ.
 
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი.
 
სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ძირითადი პრინციპებია გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების შემუშავებისას, რაც გულისხმობს მიმდინარე ხარჯების ზრდის შეზღუდვას, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას და არსებული რესურსის მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
 
ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი იქნება სსფ-ის მისიის შეხვედრები, რომელიც თბილისში ოქტომბერში შედგება. 
 
თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი კვლავ ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელთა მიზანია  მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა