2019 წლის 8 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N1 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 80 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.110%, მაქსიმალური 7.180%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.159%.