ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის პროცესის შეფასება



21 იანვარს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამის, „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების ხელშეწყობა“ მხარდაჭერით, გაიმართა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულირების გავლენის შეფასების საჯარო განხილვა.

შეფასების მიზანს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის პროცესის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა. შეფასებისას, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კანონის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენას გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებთან და პრინციპებთან.


შეფასება ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლების, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფისა (PMCG) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსულტანტების მიერ განხორციელდა. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვას საბიუჯეტო დაწესებულებებში.

ღონისძიებას დაესწრნენ საჯარო ფინანსების მართვის და საჯარო მმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგობრივი სამინისტროების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  04ივლისი დღე თვე წელი
2025 03.07 01.07 01.01
  03.07 03.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 891.31 984.7 1 386.2
შემოსულობები : 115.0
220.413 561.4
მ.შ გადასახადები :39.4
126.710 661.2
გადასახდელები : 45.1243.9
12 986.3
ნაშთი ბოლოს : 1 961.2 1 961.21 961.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა