2019 წლის 5 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N6 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 87 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 6.850%, მაქსიმალური 6.900%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.890%.