ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა



ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა.

მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობის შესწავლა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს 2019 წლის მაკროეკონომიკური ტენდენციები, საშუალოვადიანი ფისკალური პარამეტრები ქვეყანასა და რეგიონში არსებული ეკონომიკური დინამიკა, ინკლუზიური ზრდის ხელშემწყობი რეფორმების მიმდინარეობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სისტემაში, ასევე, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ფორმალური მიმოხილვის გარეშე დაამტკიცა პროგრამის მესამე მიმოხილვა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  04ივლისი დღე თვე წელი
2025 03.07 01.07 01.01
  03.07 03.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 891.31 984.7 1 386.2
შემოსულობები : 115.0
220.413 561.4
მ.შ გადასახადები :39.4
126.710 661.2
გადასახდელები : 45.1243.9
12 986.3
ნაშთი ბოლოს : 1 961.2 1 961.21 961.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა