საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება



საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ მფლობელის, ვასილ სოფრომაძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას და საზოგადოების ინფორმირებისა და მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების  მიზნით განმარტავს შემდეგს:

2018 წლის 20 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა კანონმდებლობის დაცვით, დაიწყო შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგად, შემდგარია შესაბამისი საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რომელსაც არ ეთანხმება გადამხდელი. ამ ეტაპზე, დავას განიხილავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, რომლის გადაწყვეტილებაც საჭიროების შემთხვევაში, გადამხდელს, ასევე, შეუძლია გაასაჩივროს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ფორმატში, სადაც წარმოდგენილნი არიან, როგორც სხვადასხვა უწყების, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

შესაბამისად, დავის გარშემო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მიგვაჩნია, რომ „შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ბრალდებები  სახელმწიფოს მხრიდან მის ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

რაც შეეხება ბატონი ვასილ სოფრომაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე.

პირველ რიგში, გვსურს განვაცხადოთ, რომ ფინანსთა სამინისტროსთვის, როგორც პასუხისმგებლიანი საჯარო უწყებისთვის, ცალსახად მიუღებელია ისეთი ქმედება, რომელიც ნებისმიერი ფორმით შელახავს სისტემისა და იქ მომუშავე ათასობით მოხელის რეპუტაციასა და პროფესიულ საქმიანობას.

სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ ხელმძღვანელის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი მოკვლევა უკვე დაიწყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელები მზად არიან გაეცნონ იმ ვიდეომასალას, რომელზედაც საჯარო გამოსვლაში ისაუბრა „ფრესკოს“ დამფუძნებელმა და იმ შემთხვევაში,  თუკი მოხდება აღნიშნული ბრალდების დადასტურება, სამინისტრო მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას.

აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებით, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემის მოხელეებს, გარდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა, არ აქვთ იარაღის ტარების უფლება, ხოლო სამინისტროს როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრის დაცვა, არ ხორციელდება სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ.

შესაბამისად, მოკვლევის პერიოდში,  სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მზადაა, კონკრეტული ინციდენტების  არსებობის შემთხვევაში, გაეცნოს შესაბამის ვიდეომასალას და მასალები  რეაგირებისთვის  გადასცეს ძალოვან უწყებებს.

ამასთან, თუკი სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მასალის გამოკვლევის შედეგად, არ დადასტურდა შპს  „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ დამფუძნებლის მიერ სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, ასევე, ბატონი სოფრომაძის მხრიდან მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

22ნოემბერი დღე თვე წელი
2024 21.11 01.11 01.01
  21.11 21.11
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 005.12 027.0 1 577.3
შემოსულობები : 142.4
1 527.522 479.3
მ.შ გადასახადები :63.0
1 298.317 836.5
გადასახდელები : 144.51 551.6
22 053.7
ნაშთი ბოლოს : 2 003.0 2 003.02 003.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა