2019 წლის 12 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N 11 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 63 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 6.750%, მაქსიმალური 6.770%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.755%.