2019 წლის 12 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N12 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 66 050 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.000%, მაქსიმალური 7.030%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.019%.