ფინანსთა მინისტრის მოადგილეები სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ



დღეს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლერი ბარნაბიშვილი და ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რუსტამ ბადასიანს და ამავე სამსახურის ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს უფროსს, ედვარდ ჰოვანისიანს შეხვდნენ.

თბილისში მათი სამუშაო ვიზიტის მიზანია, ეკონომიკური, ფინანსური და საგადასახადო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შედეგად, ორივე ქვეყნის შესაბამისი სამსახურების ეფექტიანობის გაზრდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილეებმა სომეხ კოლეგებს გააცნეს აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. საუბარი, ასევე, შეეხო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ რეფორმებს.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით საგამოძიებო სამსახურების ეფექტიან მუშაობას, ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ თანამედროვე მეთოდების, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე, პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების იმედი გამოთქვეს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა