2019 წლის 14 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N21 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 137 535 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 6.700%, მაქსიმალური 6.740%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.729%.