ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელს შეხვდა



საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს უფროსს, ევგენი ჟუკოვს შეხვდა, რომლის ხელმძღვანელობითაც ბანკის შემფასებელი მისია საქართველოში ბანკის წლიური შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს გაეცნო.

როგორც ცნობილია, საქართველომ უკვე გააკეთა ოფიციალური განაცხადი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის თბილისში გამართვის თაობაზე.

ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა შემფასებელი მისიის ვიზიტის ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისში მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და განხორციელებული რეფორმები.

შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოტენციალი და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს კარგი შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აღნიშნულ ფორუმს.

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების თაობაზე წინადადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან და ბანკის დირექტორებთან აზიის განვითარების ბანკის 52-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების დროსაც დააყენა.

სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა ბანკის შემფასებელი მისია, რომლის დროსაც მისიის წევრებმა დაათვალიერეს ყოველწლიური შეხვედრის გამართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, გამართეს შეხვედრები სხვადასხვა საჯარო უწყების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის შედეგებს შემფასებელი მისია აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს წარუდგენს, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების თაობაზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  04ივლისი დღე თვე წელი
2025 03.07 01.07 01.01
  03.07 03.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 891.31 984.7 1 386.2
შემოსულობები : 115.0
220.413 561.4
მ.შ გადასახადები :39.4
126.710 661.2
გადასახდელები : 45.1243.9
12 986.3
ნაშთი ბოლოს : 1 961.2 1 961.21 961.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა