ენერგეტიკისა და განათლების სექტორში საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური ხელშეკრულებები გაფორმდა



15 ივნისს, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორმა, კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს ფინანსურ ხელშეკრულებებს. 

გერმანიის მთავრობის მიერ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, მიიმართება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების - ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებასა და  ენერგეტიკული სისტემის გაძლიერებისკენ.

5,7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მოხმარდება ქ. ბათუმში 25 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურობის სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაციას, რაც ასევე, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას.

20 მილიონი ევრო - „პროფესიული განათლების პროგრამა - I“ პროექტის ფარგლებში, მოხმარდება პროფესიული კოლეჯის (Centre of Excellence) მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაციასა და ამ მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარებას. 
დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ფინანსური მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია, დაახლოებით, 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით. ამჟამად მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა კი შეადგენს, დაახლოებით, 345 მილიონ ევროს. 

გერმანია საქართველოსთვის წამყვანი განვითარების პარტნიორია, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ)  და სხვა  გერმანული ინსტიტუტების დახმარებით, ქვეყნას მხარდაჭერას უწევს ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების დაფინანსების მიმართულებით როგორიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და სხვ.

ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები, რომელიც საქართველოსა და გერმანიის მთავრობების ორგანიზებით, 15-16 ივნისს, თბილისში იმართება. პროფესიული განათლების ამ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში  ქართველ კოლეგებთან და სტუმრებთან ერთად, პროფესიული განათლების 20-ზე მეტი გერმანელი ექსპერტი მონაწილეობს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  04ივლისი დღე თვე წელი
2025 03.07 01.07 01.01
  03.07 03.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 891.31 984.7 1 386.2
შემოსულობები : 115.0
220.413 561.4
მ.შ გადასახადები :39.4
126.710 661.2
გადასახდელები : 45.1243.9
12 986.3
ნაშთი ბოლოს : 1 961.2 1 961.21 961.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა