2019 წლის 23 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N31 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 113 780 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 6.950%, მაქსიმალური 7.070%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.983%.