2019 წლის 13 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N 33 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 58 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 6.530%, მაქსიმალური 6.600%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.572%.