ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა



საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საერთაშორისო  ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. აღნიშნული კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე არის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი უწყებათაშორისი თანამშრომლობის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოა. კომიტეტი, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების  საკონსულტაციო პლატფორმას წარმოადგენს.

,,საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა საერთაშორისო ვაჭრობის ეროვნული კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ რეგულირების სისტემის შემდგომი დახვეწის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას. აღნიშნული კომიტეტის შემადგენლობაში შედიან, როგორც კერძო სექტორის ასევე, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. მუშაობის პროცესში, კომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რათა, მაქსიმალურად გამარტივდეს საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციები”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათი შესრულების მდგომარეობა, ახალი საბაჟო კანონმდებლობა და უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის დანერგვის შესახებ საკითხები. 

ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის მიზანია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია, საერთაშორისო ვაჭრობის მოქნილი, მოდერნიზებული სისტემის მხარდასაჭერად საქონლის საზღვარზე გადაადგილებაში ჩართულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შორის მდგრადი თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია და ძალისხმევის მობილიზება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა