2019 წლის 20 აგვისტოსს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 100 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6.5860 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები განთავსდება კომერციულ ბანკებში 21 აგვისტოს.
ამასთან, მიმდინარე კვირას კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს უბრუნებენ 150 მილიონი ლარის დეპოზიტს.