ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა



მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალური საკითხების მოგვარების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება სამუშაო შეხვედრები მოსახლეობასთან, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

აღნიშნულ ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფლების - პიპილეთის, ირისა და ქვედრულას მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებს, ასევე დაესწრნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

მათ ადგილობრივებს განხორციელებული და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრასაც მოსახლეობა ითხოვს.

მათი განცხადებით, რეგიონში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საგზაო და ტურისტული, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ხორციელდება მუნიციპალური პროექტები - გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების სამუშაოები, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და მიგრაციული პროცესების შეჩერებისთვის რეგიონში. მუნიციპალიტეტის სოფლებში ძირითად პრობლემად მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხი დასახელდა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, მათი მოთხოვნების და წინადადებების გათვალისწინება, რაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის სწორ ფორმირებას და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას.

„მოვისმინეთ ის ძირითადი პრობლემები, რომელიც აქვს მოსახლეობას, კეთდება ძალიან ბევრი პროექტი, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს, თუმცა, ისინი მაინც აყენებენ გარკვეულ საჭიროებებს და ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ როგორც წლევანდელი წლის, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტში ავსახოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები და შესაბამისად, ეს პრობლემები მოვუგვაროთ მოსახლეობას. მიმდინარე სამუშაოებისა და „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონის შედეგად, კიდევ უფრო ადვილი გახდება ამ სოფლებში ცხოვრება და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დატოვებს, ნაწილს კი დააბრუნებს ამ სოფლებში,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, რეგიონში აქტუალურია სოფლის შიდა გზების, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისა და ინტერნეტიზაციის საკითხები, რისთვისაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად გაგრძელდება მუშაობა უახლოეს პერიოდში მათი გადაჭრის მიზნით.

მოსახლეობასთან ღია დიალოგის ძირითადი მიზანია, 2020 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

სწორედ ამ მიზნით, მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებამდე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან გრძელდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 04დეკემბერი დღე თვე წელი
2020 03.12 01.12 01.01
  03.12 03.12
ნაშთი დასაწყისი : 2 897.42 908.2 443.7
შემოსულობები : 12.897.416 435.9
მ.შ გადასახადები :21.589.08 633.3
გადასახდელები : 32.1127.514 001.6
ნაშთი ბოლოს : 2 878.1 2 878.12 878.1

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები


მოქალაქის გზამკვლევი
2020 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა