ქვეშეთი -კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 370 მლნ ევროთი დააფინანსებს



აზიის განვითარების ბანკთან (ADB) წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, 27 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარიმ  ხელი მოაწერეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე სასესხო შეთანხმებას.

სასესხო შეთანხმების საფუძველზე, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს, დაახლოებით, 370 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს, რომელიც მოხმარდება ქვეშეთსა და კობს შორის 23-კილომეტრიანი ორზოლიანი შემოვლითი გზის, 6 ხიდისა და, ჯამში, დაახლოებით, 10.5 კილომეტრი სიგრძის 5 გვირაბის მშენებლობას. შეგახსენებთ, რომ, პროექტის მიხედვით, ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ-ის სიგრძისაა და ამიერკავკასიაში არსებულ გვირაბებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება.

“ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცებისათვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს. პროექტი მნიშნელოვანი წინაპირობა იქნება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. იგი გააჩენს ახალ პერსპექტივებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში ახალი ეკონომიკური საქმიანობის წამოსაწყებად.

მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისათვის," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ. 

“მაღალი ხარისხის საგზაო ქსელი, რომელიც საქართველოში რეგიონებსა და ბიზნესებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებთან დააკავშირებს და ეროვნული და რეგიონული ღირებულებების ჯაჭვში ჩართავს, მეტისმეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის. მოხარული ვართ, რომ ხელს ვუწყობთ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებში მთავარი სატრანსპორტო და სავაჭრო გზების გაფართოებას,” - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარმა. 

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შესრულებული პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით, რადგან ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ კლიმატურ პირობებში უზრუნველყოფს უსაფრთხო საავტომობილო მოძრაობას და დაახლოებით ერთი საათით შეამცირებს გზას დედაქალაქიდან სტეფანწმინდამდე. პროექტი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, გაჩნდება ახალი ეკონომიკური საქმიანობის წამოწყების შესაძლებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი დონორი საფინანსო ინსტიტუტია, რომლის მხარდაჭერით ქვეყანაში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები მუნიციპალური და  ურბანული  ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბანკის მონაწილეობა  აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის მიმართულებით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  01ივლისი დღე თვე წელი
2025 30.06 01.06 01.01
  30.06 30.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 121.81 973.5 1 386.2
შემოსულობები : 198.2
2 206.913 340.8
მ.შ გადასახადები :85.4
1 649.110 534.5
გადასახდელები : 335.32 195.7
12 742.2
ნაშთი ბოლოს : 1 984.7 1 984.71 984.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა