2019 წლის 3 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N36 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 69 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 6.540%, მაქსიმალური 7.150%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.055%.