ივანე მაჭავარიანი: მე, როგორც ფინანსთა მინისტრი პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ნებისმიერი გამოწვევისას, პირველ ადგილზე დავაყენებ ფისკალური დისციპლინისა და შესაბამისად, ფისკალური სტაბილურობის დაცვას



მე, როგორც ფინანსთა მინისტრი პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ნებისმიერი გამოწვევისას, პირველ ადგილზე დავაყენებ ფისკალური დისციპლინისა და შესაბამისად, ფისკალური სტაბილურობის დაცვას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური პროფილის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ყურადღება გაამახვილა ფისკალური პოლიტიკის მნიშვნელობაზე აღნიშნა რა, რომ სწორი ფისკალური პოლიტიკა მთავრობის ერთადერთი ინსტრუმენტია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ბოლო წლებში მშპ-სთან მიმართებით შემცირდა მიმდინარე ხარჯების მოცულობა. შედეგად, გაიზარდა მთავრობის დანაზოგები და შესაძლებელი გახდა მეტი რესურსის მიმართვა სახელმწიფო ინვესტიციებისკენ.

„ბუნებრივია, ნებისმიერი სამინისტროს თუ სექტორის სურვილები და საჭიროებები ყოველთვის აღემატება ბიუჯეტის შესაძლებლობებს. თუმცა, აუცილებელია და ფინანსთა სამინისტროს როლიც სწორედ ესაა, რომ მოხდეს რესურსებისა და საჭიროებების დაბალანსება. ერთი მხრივ, მაქსიმალურად სწორად და სამართლიანად უნდა გადანაწილდეს არსებული რესურსები და მეორე მხრივ, უნდა შევინარჩუნოთ დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი. ეს აუცილებელია, რათა ჩვენმა დღევანდელმა საჭიროებებმა არ შექმნას მომავალში ქვეყნის ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, როგორც კი ამა თუ იმ ქვეყანაში იზრდება მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები, კერძო სექტორი არათუ ინვესტიციებზე ფიქრს წყვეტს, არამედ იწყებს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და შემდეგ ხშირად წლებია საჭირო საწყის ნიშნულზე დასაბრუნებლად.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  11ივლისი დღე თვე წელი
2025 10.07 01.07 01.01
  10.07 10.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 580.01 984.7 1 386.2
შემოსულობები : 38.5
603.713 944.8
მ.შ გადასახადები :56.3
435.310 969.8
გადასახდელები : 28.0997.9
13 740.5
ნაშთი ბოლოს : 1 590.5 1 590.51 590.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა