ივანე მაჭავარიანი: სულ მალე მეწარმეები დამატებითი საგადასახადო და საბაჟო პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ევროკავშირის ქვეყნებში



ეკონომიკური პროფილის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც ითვალისწინებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

როგორც მან აღნიშნა, 1-ლი სექტემბრიდან უკვე ძალაშია ახალი საბაჟო კოდექსი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საბაჟო პროცედურები. მისი თქმით, ასევე, მომზადებულია და მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის საჯარო განხილვები.

„ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება საშუალებას მისცემს მეწარმეებს დამატებითი საგადასახადო და საბაჟო პროცედურული ბარიერების გარეშე განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  14ივლისი დღე თვე წელი
2025 11.07 01.07 01.01
  11.07 11.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 590.51 984.7 1 386.2
შემოსულობები : 103.4
707.014 048.1
მ.შ გადასახადები :70.1
505.411 039.9
გადასახდელები : 141.31 139.2
13 881.7
ნაშთი ბოლოს : 1 552.6 1 552.61 552.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა