2019 წლის 10 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N 37 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 8 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 74 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.000%, მაქსიმალური 7.090%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.021 %.