2019 წლის 10 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N38 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 110 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.150%, მაქსიმალური 7.510%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.414%.