საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა



დღეს გამოქვეყნდა „Fraser Institute“-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, სადაც საქართველომ ერთი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია და მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა.

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის შეფასებით, საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა 0.06 პუნქტით, რამაც საქართველოს მე-13 პოზიციიდან მე-12 პოზიციაზე გადანაცვლება გამოიწვია.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება გამოწვეულია:

• მთავრობის ზომის მაჩვენებლის 0.08 ერთეულით გაუმჯობესებით (7,5-დან 7,58-მდე), რაც განპირობებულია სახელმწიფო მოხმარების, ტრანსფერებისა და სუბსიდიების მოცულობის შემცირებით;

• სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლების მაჩვენებელი გაუმჯობესებით 0.03 ერთეულით (6.31-დან 6.34-მდე), რაც განპირობებულია მიუკერძოებელი სასამართლოს, საკუთრების უფლების დაცვისა და პოლიციის სანდოობის კომპონენტების შეფასების გაზრდით;

• საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 0.18 ერთეულით (8.56-დან 8.74-მდე) ამ ნაწილში გაუმჯობესების რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის, სავაჭრო სექტორიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლების კომპონენტის შეფასების ზრდა, ვაჭრობაში არსებული ბარიერების კომპონენტის გაუმჯობესება, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კონტროლის კომპონენტის გაუმჯობესება.

• რეგულირების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 0.05 ერთეულით (8.1-დან 8.15-მდე) გაუმჯობესება გამოწვეულია შემდეგ კომპონენტებში არსებული გაუმჯობესებით: კერძო სექტორის კრედიტები, საკრედიტო ბაზარზე არსებული რეგულაციები, სამსახურში აყვანასა და განთავისუფლებასთან დაკავშირებული რეგულაციები, საგადასახადო მოთხოვნების შესრულება და ბიზნეს რეგულაციები.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  11ივლისი დღე თვე წელი
2025 10.07 01.07 01.01
  10.07 10.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 580.01 984.7 1 386.2
შემოსულობები : 38.5
603.713 944.8
მ.შ გადასახადები :56.3
435.310 969.8
გადასახდელები : 28.0997.9
13 740.5
ნაშთი ბოლოს : 1 590.5 1 590.51 590.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა