ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა



მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალური საკითხების მოგვარების მიზნით, გრძელდება ღია შეხვედრები მოსახლეობასთან.

აღნიშნულ ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, შალვა კერესელიძესთან ერთად - წეროვანში, ჩარდახსა და გოროვანში არსებულ ვითარებას გაეცნო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან, მათთვის აქტუალური საკითხები მოისმინეს. ძირითად საჭიროებებად წყალმომარაგების გაუმჯობესება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა. ასევე, ერთობლივად იმსჯელეს 2020 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მხრიდან, სოფლებში უკვე შესრულებული სამუშაოების შედეგები, დადებითად შეფასდა.

„გვქონდა კარგი შეხვედრა მოსახლეობასთან. სოფლებში არსებული პრობლემები ძირითადად უკავშირდება წყალმომარაგების საკითხს. ამ თემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, გვექნება მსჯელობა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტში, იმისათვის, რომ ისინი თანდათანობით მოგვარდეს, მოწესრიგდეს და ცხოვრება იყოს უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე დღეს არის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, შალვა კერესელიძის განცხადებით, პრობლემათაგან გამოიკვეთა 3 ძირითადი მიმართულება: საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია და გარე განათებები. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის ფორმირების დროს, ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად, შესაძლებლობების ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის ინტერესები და თხოვნები.

გოროვანში და ჩარდახში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების მოასფალტება. უახლოეს დღეებში დასრულდება ჩარდახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სკოლაში სველი წერტილები მოეწყო და სხვა აუცილებელი სამუშაოები შესრულდა. სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო წეროვანში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ დარბაზს ჩარდახში და მინი სტადიონს გოროვანში. ასევე, დაგეგმილია სტადიონის მოწყობა წეროვანში.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მიზნად ისახავს 2020 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  01ივლისი დღე თვე წელი
2025 30.06 01.06 01.01
  30.06 30.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 121.81 973.5 1 386.2
შემოსულობები : 198.2
2 206.913 340.8
მ.შ გადასახადები :85.4
1 649.110 534.5
გადასახდელები : 335.32 195.7
12 742.2
ნაშთი ბოლოს : 1 984.7 1 984.71 984.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა