თანამედროვე საბაჟო - გამარტივებული ურთიერთობები



თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურა, საბაჟო სერვისების შეუფერხებელი მიწოდება, პროცედურების ეფექტიანად მართვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მოქალაქეების, უცხოელი ვიზიტორებისათვისა და ბიზნესისათვის. სწორედ ამიტომ, ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესს. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა მეზობელ თურქეთთან, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.

დღეს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფის საბაჟო გამშვები-პუნქტის ტერიტორიაზე, ორ ქვეყანას შორის მგზავრთა გადასასვლელი დერეფანი ოფიციალურად გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, გონჯა ილმაზ ბათურმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების ორმხრივი შეხვედრა. მაღალი პროფესიონალიზმისა და განსაკუთრებული სირთულის დავალების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ მებაჟე-ოფიცრები.

მგზავრთა მიმოსვლის გაუმჯობესების მიზნით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები სარფის საბაჟო გამშვებ-პუნქტზე მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. განხორციელდა მოსაცდელი დარბაზის, შემოსვლისა და გასვლის გვირაბების სამშენებლო, სარემონტო სამუშაოები, კეთილმოეწყო და გამწვანდა საბაჟო გამშვები-პუნქტის მიმდებარე ტერიტორია.

განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მოქალაქეთა კომფორტულ გადაადგილებას, პროცედურების გამარტივებას, საქართველოსა და თურქეთის საბაჟო სამსახურების ჰარმონიზებას.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 25აპრილი დღე თვე წელი
2025 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 439.71 643.5 1 386.2
შემოსულობები : 104.3
1 696.98 348.1
მ.შ გადასახადები :39.1
1 370.66 799.1
გადასახდელები : 59.81 856.2
8 250.2
ნაშთი ბოლოს : 1 484.2 1 484.21 484.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა