მსოფლიო ბანკი საქართველოში კვლავ გააგრძელებს იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებას



მდგრადი განვითარების მიმართულებით საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. 

წარმომადგენლობით დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მდგრადი განვითარების საკითხებში სტივენ შონბერგერი. 
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის რეფორმების გეგმა, საუბარი შეეხო 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, მათ შორის, მდგრადი განვითარების კუთხით.  
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა პოზიტიური შეფასება მისცეს ურბანული და მდგრადი განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას.

ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ქართულ მხარეს მიულოცა მსოფლიო ბანკის 2019 წლის კვლევაში  - „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“  მიღწეული წარმატება და აღნიშნა, რომ ამ მონაცემებით, საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყნებს შორის მოხვდა. 

შეხვედრაზე, ასევე, პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.
მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დონორია. 25 წელზე მეტი ხნის თანამშრომლობის მანძილზე, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ქვეყანაში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.
  

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  04ივლისი დღე თვე წელი
2025 03.07 01.07 01.01
  03.07 03.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 891.31 984.7 1 386.2
შემოსულობები : 115.0
220.413 561.4
მ.შ გადასახადები :39.4
126.710 661.2
გადასახდელები : 45.1243.9
12 986.3
ნაშთი ბოლოს : 1 961.2 1 961.21 961.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა