ფინანსთა მინისტრი და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი დირექტორი თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ



დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის ახალ დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიულოცა ახალ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობა ხელს შეუწყობს ADB-სთან პარტნიორობის გაღრმავებას.

თავის მხრივ, შეინ როზენტალმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსთან 2019-2023 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის მიზანია რეგიონული კავშირების გაღრმავება, კერძო სექტორის განვითარება, ურბანული განვითარების მხარდასაჭერად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება და ADB-ის როლის გაფართოება/გავრცელება განათლების, პროფესიული განვითარებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით.

შეინ როზენტალი ავსტრალიის მოქალაქეა. აზიის განვითარების ბანკში მუშაობს 2004 წლიდან. ორგანიზაციაში ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა. 2016-2019 წლებში იყო ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი სომხეთში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  01ივლისი დღე თვე წელი
2025 30.06 01.06 01.01
  30.06 30.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 121.81 973.5 1 386.2
შემოსულობები : 198.2
2 206.913 340.8
მ.შ გადასახადები :85.4
1 649.110 534.5
გადასახდელები : 335.32 195.7
12 742.2
ნაშთი ბოლოს : 1 984.7 1 984.71 984.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა