საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში



ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წევრებს შეხვდა. დელეგაციამ, რომელსაც ტექნიკური დახმარების სფეროში სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი კორსტიან ქული ხელმძღვანელობს, საქართველოში ორკვირიანი მისია დაასრულა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირებისა და ფისკალური რისკების მართვის მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტს გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს ნაყოფიერი პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების პროცესში.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 14ივლისი დღე თვე წელი
2020 13.07 01.07 01.01
  13.07 13.07
ნაშთი დასაწყისი : 2 246.61 555.7 443.7
შემოსულობები : -189.51 248.69 257.5
მ.შ გადასახადები :43.5276.04 866.1
გადასახდელები : 53.6800.87 697.7
ნაშთი ბოლოს : 2 003.5 2 003.52 003.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

მოქალაქის გზამკვლევი
2019 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა