მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას რეფორმების განხორციელების პროცესში



მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას - ამის შესახებ ბანკის ვიცე-პრეზიდეტმა სირილ მიულერმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრისას განაცხადა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მთავრობის რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც გზების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard&Poor's"-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მიულოცა ახლახან, მსოფლიო ბანკის 2019 წლის კვლევაში - „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მიღწეული წარმატება და აღნიშნა, რომ ამ მონაცემებით, საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყნებს შორის მოხვდა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და განათლების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებიც მსოფლიო ბანკის შეფასებით, ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციებისა და პროდუქტიულობის ზრდას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  11ივლისი დღე თვე წელი
2025 10.07 01.07 01.01
  10.07 10.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 580.01 984.7 1 386.2
შემოსულობები : 38.5
603.713 944.8
მ.შ გადასახადები :56.3
435.310 969.8
გადასახდელები : 28.0997.9
13 740.5
ნაშთი ბოლოს : 1 590.5 1 590.51 590.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა