მოგების გადასახადით დაბეგვრის რეფორმა საქართველოში



დღეს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ლაშა ხუციშვილი და გიორგი კაკაურიძე მოგების გადასახადით დაბეგვრის რეფორმის რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის (EX-posts RIA) შეფასების პრეზენტაციას დაესწრნენ.


ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ და GIZ-ის სამართლის პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლაშა პაპუაშვილმა გახსნეს.


როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, გამოიკვეთა, რომ მოგების გადასახადის რეფორმა მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე განხორციელდა და ის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა ბოლო დროის ინიციატივებს შორის, ასევე, რეფორმის მიზნები პასუხობს კერძო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს. რეგულირების ზეგავლენის შეფასების ფარგლებში, შესწავლილი სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად, დადებითი ტენდეციებია კერძო კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებში და მნიშვნელოვნად დახვეწილია ადმინისტრირება.


„მოგების გადასახადის რეფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა საგადასახადო მიმართულებით, რომელიც ქვეყანაში განხორციელებულა. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის გატარების შემდგომ კომპანიებში გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი, გაუმჯობესდა საგადასახადო და ბიზნესგარემო. ბიზნესს გაუჩნდა, დაახლოებით, ერთი მილიარდი ლარის რეინვესტირების რესურსი და დაჩქარდა ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არსებითად გამარტივდა მოგების გადასახადის საგადასახადო ადმინისტრირება როგორც გადასახადის გადამხდელებისათვის, ისე საგადასახადო ორგანოებისთვის. ამის ნათელი მაგალითია უშუალოდ მოგების გადასახადთან დაკავშირებული საგადასახადო დავების რაოდენობა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში 95%-ით არის შემცირებული“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.


პრეზენტაციას, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით, ISET-ის Pwc-ის მონაწილეობითა და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, ბიზნესომბუდსმენი, აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ეკონომისტები დაესწრნენ.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა