საგადასახადო გამჭვირვალობისა და გადასახადების დამალვის საწინააღმდეგოდ მიმართული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა საქართველოში



დღეს,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, ასევე, გერმანელი კოლეგების - ფედერალური ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გაიმართა დისკუსია, რომელზეც საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლის (AEOI) სისტემის მნიშვნელობაზე, მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საქართველოში მისი იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრეს.

დისკუსია გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე.

საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლა (AEOI) გადასახადების დამალვის საწინააღმდეგოდ მიმართული ზომაა, რომელიც გულისხმობს ქვეყნებს შორის ავტომატურ რეჟიმში, ფინანსური აქტივებისა და ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემების გაცვლას. ამჟამად, 100-ზე მეტმა ქვეყანამ ოფიციალურად დააფიქსირა მზაობა, მიუერთდეს AEOI-ს სისტემას. აღსანიშნავია, რომ 80-ზე მეტი ქვეყანა უკვე ავტომატურ რეჟიმში ცვლის ინფორმაციას.

ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე, საგადასახადო გამჭვირვალობის და გადასახადების დამალვასთან/თავიდან არიდებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რასაც საქართველო უკვე წარმატებით ახორციელებს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) ნაწილში. შესაბამისად, AEOI-ის დანერგვა საქართველოში საგადასახადო გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დანერგვის კუთხით იქნება არსებითად წინ გადადგმული ნაბიჯი.

AEOI Pilot პროექტის ფარგლებში, 2018 წლიდან საქართველოს სრულ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას იწევს გერმანიის ფედერალური მთავრობა.

გერმანელი პარტნიორებისგან მიღებული დახმარებიდან, განსაკუთრებით, აღსანიშნავია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ინფორმაციის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის მართვის სისტემის დანერგვა (Confidentiality and Data Safeguards Standard), გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაციის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის სისტემის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა აუცილებელი წინაპირობაა ინფორმაციის ავტომატური გაცვლის სტანდარტის იმპლემენტაციისათვის.
გარდა ინფორმაციის უსაფრთხოების მართვის სისტემისა (ISMS) და კონფიდენციალურობის სტანდარტის დანერგვისა, AEOI Pilot პროგრამის ფარგლებში გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოს ეხმარება „ერთიანი ანგარიშგების სისტემის“ (CRS) იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაშიც.

შეხვედრას დაესწრნენ პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ბიზნეს და საბანკო ასოციაციის წარმომადგენლები, ისევე როგორც მოწვეული სტუმრები გერმანიიდან, ევროკავშირიდან და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციიდან (OECD)

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა