2019 წლის 12 ნოემბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება.
2019 წლის 12 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს და 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციებს განათავსებს.