ივანე მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა



“2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საპარლამენტო სესიაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

მისი თქმით, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, ასევე, პრიორიტეტად რჩება კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდისთვის.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც 2017-2020 წლებში საფუძვლად დაედო ქვეყნის ფისკალური პოლიტიკასა და ბიუჯეტის შედგენის პროცესს.

„ჩვენმა ფისკალურმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, გაზარდა ფისკალური სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის წამახალისებლის როლი. 2017-2020 წლებში, ჩვენი ფისკალური პოლიტიკა და ბიუჯეტის დაგეგმვა, ეყრდნობოდა სამ ძირითად პრინციპს, ესენია: ფისკალური დეფიციტის შემცირება, მიმდინარე ხარჯების კონტროლი და კაპიტალური ხარჯების ზრდა. ყველა ეს პრინციპი საფუძვლად დაედო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას, რომლის ყველა მიმართულება მთავრობამ წარმატებით შეასრულა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26აპრილი დღე თვე წელი
2024 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 053.62 140.1 1 577.3
შემოსულობები : 112.7
1 827.68 144.0
მ.შ გადასახადები :23.5
1 528.16 740.5
გადასახდელები : 75.31 876.6
7 630.4
ნაშთი ბოლოს : 2 091.0 2 091.02 091.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა