2019 წლის 26 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 150 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.7350 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 27 ნოემბერს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 100 მილიონი ლარის დეპოზიტს.