ივანე მაჭავარიანი: 2021 წელს საქართველო აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს



2021 წლის მაისში, საქართველო აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს მიერ იქნა მიღებული.

„ჩვენ უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა საქართველოში ჩატარდება. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ 2015 წელს თბილისში ჩატარდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური ფორუმი არის ბევრად უფრო მასშტაბური, როგორც მონაწილეების რაოდენობით, ისე იმ ღონისძიებებით, რომლებიც გაიმართება წლიური შეხვედრის ფარგლებში“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ბანკის სათაო ოფისიდან ჩამოვა სპეციალური დელეგაცია და სამუშაო ჯგუფი დაიწყებს სერიოზულ მზადებას ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  11ივლისი დღე თვე წელი
2025 10.07 01.07 01.01
  10.07 10.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 580.01 984.7 1 386.2
შემოსულობები : 38.5
603.713 944.8
მ.შ გადასახადები :56.3
435.310 969.8
გადასახდელები : 28.0997.9
13 740.5
ნაშთი ბოლოს : 1 590.5 1 590.51 590.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა