EBRD-ის ფინანსური მხარდაჭერა დედაქალაქსა და ქვეყნის 6 დიდ ქალაქში საქალაქო ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის



დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტი - გაზზე მომუშავე (CNG) დაახლოებით 200 ავტობუსი დაემატება.

ზემოაღნიშნული პროექტი წარმოადგენს 2016 წელს EBRD-სთან გაფორმებული პროექტის გაგრძელებას. ახალი შეთანხმებით, EBRD გამოყოფს 80 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, საიდანაც 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იქნება უშუალოდ ავტობუსების შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო დეპოს მშენებლობისთვის. პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი, ასევე დედაქალაქში გაზრდის ურბანული ტრანსპორტის მობილობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, EBRD-სთან გაფორმებული „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შეძენილ იქნა და ამჟამად ქალაქის მოსახლეობას ემსახურება ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 143 ავტობუსი.

დღესვე, ივანე მაჭავარიანმა და კატარინა ჰანსენმა ხელი მოაწერეს „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამას“, რომლის საფუძველზეც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს 6 დიდ ქალაქში (რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი და ფოთი) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით, გამოყოფს 17 მლნ ევროს ოდენობის შეღავათიან ფინანსურ რესურსს, დაახლოებით, 175 ავტობუსის შესაძენად.

ამავდროულად, EBRD მზადაა, მოიძიოს გრანტი შესაბამის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ არსებული საჭიროების დეტალური კვლევის დასაფინანსებლად (ავტობუსების მარშრუტები, გადახდის სისტემები, სატარიფო გეგმა და ა.შ.)

„საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა“ ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას, მოსახლეობის მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  24ივნისი დღე თვე წელი
2025 23.06 01.06 01.01
  23.06 23.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 015.41 973.5 1 386.2
შემოსულობები : 76.8
1 494.712 628.3
მ.შ გადასახადები :65.6
1 273.410 158.8
გადასახდელები : 73.61 449.7
11 995.8
ნაშთი ბოლოს : 2 018.6 2 018.62 018.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა