2019 წლის 3 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N49 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 110 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.000%, მაქსიმალური 9.190%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.165%.