2019 წლის 10 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N51 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 120 020 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.250%, მაქსიმალური 9.530%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.372%.