საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა



საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა წარადგინა.

2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი, რომელშიც რესურსები მიმართულია იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რომელთა შედეგები სარგებელს მოუტანს თითოეულ მოქალაქეს;

ბიუჯეტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, ამავე დროს, პრიორიტეტად რჩება სახელმწიფოს კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარება. მომავალი წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი პარამეტრები.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 14 554.2 მლნ ლარით.

პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, 221.0 მლნ ლარით გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები და განისაზღვრა 14 432.9 მლნ ლარის ოდენობით.

სოციალური დანახარჯებისთვის, დამატებით, გამოყოფილია 300,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი გახდა პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა, ხოლო 1-ლი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე, 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა.

2020 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის, დამატებით გამოყოფილია 120,0 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ წელს, პირველი ოქტომბრიდან მასწავლებელთა დანამატები გაიზარდა 150 ლარით და მომდევნო წელს, ახალი სასწავლო წლიდან კიდევ იგეგმება 150-ლარიანი ზრდა.

მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა პოლიციელებისთვის, სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პირველადი ჯანდაცვისა და საბავშვო ბაღების პერსონალისთვის. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში აისახა რამდენიმე ცვლილება, მათ შორის:

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა გაიზარდა 50,0 მლნ ლარით და შეადგენს 350 მლნ ლარს;
5,0 მლნ ლარით გაიზარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის ხარჯები;

5,3 მლნ ლარით გაიზარდა თეატრებისა და მუზეუმების დაფინანსება, რაც ითვალისწინებს იანვრიდან დასაქმებულთა ხელფასების ზრდას, საშუალოდ, 100 ლარის ოდენობით;

2020 წელს განათლების სექტორში ჯამში დაიხარჯება, დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი, მათ შორის, 285,0 მლნ ლარი მოხმარდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას;

ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით გამოეყო 16 მლნ ლარი და მისი ბიუჯეტი განისაზღვრა 4 363.0 მლნ ლარით;

დამატებითი რესურსი გამოეყო იუსტიციის სამინისტროს, მათ შორის, 18,0 მლნ ლარი - მიწის რეგისტრაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

6დეკემბერი დღე თვე წელი
2024 05.12 01.12 01.01
  05.12 05.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 860.31 922.4 1 577.3
შემოსულობები : 83.4
300.623 195.0
მ.შ გადასახადები :59.7
243.318 301.1
გადასახდელები : 220.4499.7
23 049.0
ნაშთი ბოლოს : 1 723.3 1 723.31 723.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა