„სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის გახსნა



2019 წლის 18 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, „სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, გაიხსნა ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უნიკალური აპარატურით და განკუთვნილია ვეტერინარული, სანიტარიული, და ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის.

ღონისძიება გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კაკავამ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვინსენტ რეიმ.

ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლისთვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება ევროკავშირთან ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების მშენებლობა/რეკონსტრუქციისა და აღჭურვის მიმართულებით.

სასაზღვრო ინსპექციის ამგვარი ცენტრი პირველია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე - „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მეტად დატვირთულ საბაჟოს ორ ქვეყანას შორის როგორც ტვირთების, ისე ფიზიკური პირების გადაადგილების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ „სადახლოს“ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის მშენებლობა და აღჭურვა, გათვალისწინებული იყო „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების 2018 და 2019 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.
მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა 2018 წელს, ხოლო მიმდინარე წელს - შენობის შიდა სამუშაოები და აღჭურვა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის რეგულაციებიდან გამომდინარე, გამოყენებულ იქნა ევროკავშირის ექსპერტების მიერ შემუშავებული სამშენებლო პროექტი.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საზღვრებზე ფუნქციონირებს კიდევ ოთხი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი - ორი თურქეთის საზღვარზე, ერთი ფოთის პორტში, ერთი აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან.

ჩვენი პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი ვეტერინარებისა და ფიტოსანიტარებისთვის ჩატარდა ტრენინგები, მოხდა ადგილობრივი ტრენერების მომზადება, შემუშავდა და დამტკიცდა კონტროლის სახელმძღვანელოები, დაინერგა სხვადასხვა პროცედურები.

ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში აგებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, ხელს შეუწყობს საერთშორისო ვაჭრობას, გააუმჯობესებს კონტროლის პროცედურებს და უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად ჯანსაღი საკვები პროდუქტებისა და სხვა საშუალებების მიწოდებას.

ახალი ინფრასტრუქტურული პუნქტის გახსნის შემდეგ, მოეწყო გამწვანების აქცია. ღონისძიების მონაწილეებამა და მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე 33 ძირი ფიჭვი დარგეს.
ღონისძიებას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და მებაჟე-ოფიცრები.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 02ივნისი დღე თვე წელი
2025 30.05 01.05 01.01
  30.05 30.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 339.31 619.3 1 386.2
შემოსულობები : -301.7
2 435.511 129.6
მ.შ გადასახადები :104.0
1 794.48 885.4
გადასახდელები : 64.02 081.3
10 542.3
ნაშთი ბოლოს : 1 973.5 1 973.51 973.5

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა